გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს (საბავშვო ბაღების გარეშე) თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის წელს 212 100 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული ინფორმაცია გამოცემა “რადიო მოზაიკას” გორის მერიიდან მიაწოდეს.
მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი ანაზღაურების ნუსხა თანამდებობების მიხედვით, თვეში 17 675 ლარით განისაზღვრება. ეს თანხა კი 26 თანამშრომელზე ნაწილდება. მიუხედავად იმისა, რომ გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხემძღვანელი ლია კოვზიაშვილი 2019 წლის მიმდინარე თვიდან საბავშვო ბაღის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების მატებას ანონსდებოდა, ხოლო უშუალოდ სააგენტოს თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდას არ გეგმავდა, აღნიშნული მონაცემი საბავშვო ბაღის თანამშრომლებს არ ეხებათ.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საშტატო ნუსხა და მათი სახელფასო სარგო კი ასეთია: 1 მენეჯერი-1 650 ლარი; 2 მენეჯერის მოადგილე – თითოეულის ხელფასი 1 350 ლარი; 1 ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი – 1 150 ლარი; 1 მთავარი იურისტი – 900 ლარი; 1 იურისტი – 700 ლარი; 1 მთავარი ბუღალტერი – 1 050 ლარი; 2 ბუღალტერი – თითოეულის ხელფასი 700 ლარი; 1 შესყიდვების მთავარი სპეციალისტი – 1 050 ლარი; 2 შესყიდვების სპეციალისტი – თითოეულის ხელფასი 700 ლარი; 1 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მთავარი სპეციალისტი – 900 ლარი; 1 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი – 700 ლარი; 1 ღონისძიების ადმინისტრატორი – 700 ლარი; 3 საქმეთა მწარმოებელი – თითოეულის ხელფასი 625 ლარი; 1 ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების უფროსი – 1 150 ლარი; 1 კვების მთავარი სპეციალისტი – 800 ლარი; 1 კვების სპეციალისტი – 625 ლარი; 3 მეთოდისტი – თითოეულის ხელფასი 625 ლარი; 2 ჰიგიენის სპეციალისტი – თითოეულის ხელფასი 625 ლარი;