ბაგა-ბაღების სააგენტო: გორში, აღსაზრდელები თვენახევრის პროდუქტს თებერვალში ერთად მიიღებენ

361

საკვებ პროდუქტზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო შესაბამისი კომპანიის შერჩევას ხელახლა შეეცდება.

სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ იანვარში აღსაზრდელებისთვის პროდუქტის გაცემა არ მოხდება, თებერვალში კი ბავშვები თვენახევრის საკვებს ერთად მიიღებენ.

“გასულ თვეშიც დავარიგეთ ბავშვებისთვის პროდუქტი, შემდეგ გამოვაცხადეთ ტენდერი, რომელიც არ შედგა, მოუწესრიგებელი დოკუმენტაციის გამო. გამოვაცხადებთ ახალ ტენდერს და ვფიქრობთ იანვრის ნახევრისა და თებერვლის პროდუქტს აღსაზრდელებისთვის ერთად გავცემთ”,- ამბობს ლია კოვზიაშვილი.