გორის 3 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ვერ განახლდება

665

გორის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღებში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება, თუმცა სარემონტო სამუშაოების გამო, აღსაზრდელების მიღება ვერ მოხდება სკრის, კარალეთის N1 და შერთულის საბავშვო ბაღებში. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, ამ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის არდადეგები ისევ გაგრძელდება, რადგან პანდემიიდან და კონტიგენტის სიდიდიდან გამომდინარე, მათი სხვა ბაღებში გადანაწილება ვერ მოხდება. დანარჩენ 60 ბაღში სასწავლო პროცესი აქამდე არსებული რეგულაციებით, თავისუფალი დასწრების რეჟიმით განალხდება და აღსაზრდელების მიღება 9:00 -დან 10:00 საათამდე მოხდება.

“3 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც აქ სწავლა 4 ოქტომბერს ვერ დაიწყება, სხვა ბაღებში აგდანაწილება ვერანაირად ვერ ხერხდება, რადგან თითოეულ ბაღს უკვე იმდენი ბავშვი ჰყავს, რამდენიც შეუძლია, რომ ჰყავდეს. რაც შეეხება რეგულაციებს, ახალი არაფერია, იგივე რეჟიმით მოხდება აღსაზრდელების მიღება, უბრალოდ მოვუწოდებთ თანამშრომლებს, რომ ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს უწყობს, ვაქცინაცია ჩაიტარონ”,- აცხადებს ლია კოვზიაშვილი.