მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ფერმერმა გიორგი სინაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით თანამედროვე სტანდარტების სასათბურე მეურნეობა ააშენა. ფერმერს 420 კვ.მ-ზე განთავსებულ სათბურში წელიწადში, დაახლოებით, 60 000 ყვავილი მოჰყავს, რომლის რეალიზაციასაც ადგილობრივ ბაზარზე ახდენს.
მერიის ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობა „”ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაფინანსდა და პროექტის ჯამური ღირებულება 23 831 ლარს შეადგენს, საიდანაც 9 532 ლარი სახელმწიფოს გრანტია. მეურნეობაში დასაქმებულია 5 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „ერთიანი აგროპროექტის“ განხორციელებით აგრო ბიზნესში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას უწყობს ხელს.