რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია განახლდა

1896

წინა სტატია

რუსთავში მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, აღნიშნულ ქუჩაზე  სპეციალური თანამედროვე ტექნიკის საშუალებით ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც რუსთავის მერიაში განმარტავენ, წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და მისი რეაბილიტაცია, რუსთავის მერიამ, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჰერიო“ აწარმოებს, სარეაბილიტაციო პროცესის ზედამხედველობას, კი შპს “ოპტიმალ გრუპ+“ ახორციელებს. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება  1 221 776 ლარს შეადგენს.