ახალციხის მერია 17 თანამშრომელს კონკურსის წესით შეარჩევს

676

ახალციხის მერია 17 თანამშრომელს კონკურსის წესით შეარჩევს. მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე 80 კონკურსანტის 210 განაცხადი შევიდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე ყველაზე მეტი განცხადება საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ასევე, საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელისა პოზიციაზე შევიდა.

საბუთების გადარჩევის ეტაპი დასრულებულია, როდის ჩატარდება გასაუბრება ჯერ უცნობია.

ვაკანტური პოზიციებია: 1. ურაველის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი; 2. კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი; 3. უფროსი სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში; 4. საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი; 5. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის განყოფილებაში; 6. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში; 7. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის საკითხებში;  8. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილებაში; 9. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში; 10. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური ხელმძღვანელი; 11. მერის წარმომადგენელი ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში; 12. საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი; 13. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი; 14. მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი; 15. ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; 16. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი; 17. მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი;