ბათუმში ”რვაფეხას” რეაბილიტაცია მაისში დასრულდება

1312

წინა სტატია

ბათუმში ”რვაფეხას” რეაბილიტაცია მაისში დასრულდება, მანამდე კი შადრევანი ჩაირთვება, რომელიც კონსტრუქციის შემადგენელი ნაწილია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

რვაფეხა, იგივე კაფე “ფანტაზიას” რესტავრაცია მალე დასრულდება. მოზაიკით მოპირკეთებული ნაგებობა, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა კომუნისტური ეპოქისთვის დამახასიათებელი არქიტექტორისგან, ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ჩახავასა და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

კაფე “ფანტაზიის” დანგრევის შესახებ ინფორმაცია 2014 წელს გავრცელდა, მის გადასარჩენად, ბათუმელების ნაწილი აქციებს მართავდა. შენობის რეაბილიტაცია 2016 წელს გადაწყდა.სარეაბილიტაციო სამუშაოებს ფონდი “ქართუ” აფინანასებს.