ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება

2645

წინა სტატია

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა 2019 წლიდან დაიწყება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში დასრულდება.

როგორც მერიაში განმარტავენ, ხის კენწეროების ბილიკის მშენებლობა ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის ზრდას, რაც თავის მხრივ, უფრო განავითარებს ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკას.