ლაგოდეხის ნაკრძალში ხის კენწეროების ბილიკის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა

2467

„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის“ (WWF) კავკასიის წარმომადგენლობამ ლაგოდეხის დაცულტერიტორიებზე ხის კენწეროების ბილიკის ტექნიკური განხორციელების კვლევაზე, დიზაინსა და დეტალურპროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა შეისწავლოს ხის კენწეროების ბილიკის პროექტის ტექნიკური განხორციელების შესაძლებლობები, შეიმუშაოს პროექტის დეტალური გეგმა, დიზაინი და სავარაუდო ღირებულება. განხორციელების კვლევა ასევე მოიცავს მომსახურების გაიდლაინების შედგენას, ვიზიტორთა სავარაუდო რაოდენობის, შემოსავლების, საჭირო საოპერაციო და სარემონტო ხარჯების და პროექტის განხორციელებით ეკონომიკაში შეტანილი სავარაუდო წვლილის დაანგარიშებას.

რაც შეეხება დიზაინს, უნდა მომზადდეს დეტალური სამშენებლო ნახაზები და შეფასდეს მშენებლობის ღირებულება.

ხის კენწეროების ბილიკი დამთვალიერებლებს შესთავაზებს გასართობ და საგანმანათლებლო გამოცდილებას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხეების და წყლის ეკოსისტემის შესახებ. ამიტომ, ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ეკოლოგიური მახასიათებლები. ხის კენწეროების ბილიკი უნდა განთავსდეს ქვედა ხეობაში, რომელიც მისადგომი ადგილია და ვიზიტორებს შესთავაზოს ხის კენწეროების, ასევე სასურველია მდინარეების ხედი ფრინველის პერსპექტივიდან.

სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.

წყარო: Reginfo