ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-15 სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტი 54 993 200 ლარით განისაზღვრა. პრიორიტეტად კი სოციალური პროგრამები და ინფრასტრუქტურული პროექტები დასახელდა.
“ბიუჯეტში ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს, განსაკუთრებით აღვნიშნავ სოციალურ მიმართულებას, რომელიც 600 ათასი ლარით გაიზარდა, ინფრასტრუქტურამ 9 მილიონს გადააჭარბა. ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივით, 55 მილიონს აკლია 25 ათასი ლარი წლის ბოლოს დაზუსტებისა და ტრანსფერების შედეგად ჩვენი ბიუჯეტი 70 მილიონს გადაცდება და ეს არის ჩვენი წარმატება, ამხელა ბიუჯეტი ქალაქს წლებია არ ჰქონია”, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-15 სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ხმათა…
Posted by ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall on ოთხშაბათი, 26 დეკემბერი, 2018