ქუთაისის მერია საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილით ბენეფიციარებს დააფინანსებს

1040

წინა სტატია

ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების ერთ–ერთ დღის ცენტრს, ბენეფიციართა თერაპიის სრული კურსი დაუფინანსდება. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

“დღის ცენტრი “ღია სახლი” ამ პროგრამაში პირველად ერთვება. დაფინანსების საერთო ბიუჯეტი 30 000 ლარია. ქალაქის საახალწლო განათებისთვის 110 000 ლარი იყო გამოყოფილი, აქედან მერიამ ახალი განათებების შეძენაზე უარი თქვა, რამაც გააჩინა შესაძლებლობა, აღნიშნული 30 ათასი ლარი დაზოგილიყო. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების დღის ცენტრისთვის ამ პროგრამაში ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მიხარია, რომ დანაზოგი თანხით ეს საქმე კეთდება”, – განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.