დღეს დილიდან გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებს აკონტროლებენ და იმ ადგილებს იცავენ, რომელსაც გარემოვაჭრეები იკავებენ. ინფორმაციას შიდა ქართლის სიანფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ღონისძიება დილის 9 საათიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. სამმართველოს თანამშრომლები ფეხითაც გადაადგილდებიან.
შეგახსენებთ, რომ უკანონო გარევაჭრობა გორში მაისიდან აიკრძალა, თუმცა, დროდადრო ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობა მაინც იწყება. ფეხითმოსიარულეთა სავალი ნაწილი კი მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, როდესაც პოლიცია მორიგეობას იწყებს.
ამასთან, ცნობილია, რომ მერიის ზადამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები მოსალოდნელი ღონისძიებების გატარების შესახებ 30 აპრილს გააფრთხილეს
გორის მერია გარემოვაჭრებს ქალაქში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებში სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას მნიშვნელოვანი შეღავათებით სთავაზობს.
გორში გარევაჭრობა მხოლოდ 13 ადგილზეა ნებადართული.