გორის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. გორში 8 მაისიდან გარევაჭრობა აიკრძალა. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა ამჯერად გარემოვაჭრეები ყოფილი აგრარული ბაზრის, იუსტიცის სახლისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გააფრთხილეს.
გაფრთხილების მიხედვით, აღნიშნული ტერიტორიები დახლებისა და მსუბუქი კონსტრუქციებისგან 21 მაისამდე უნდა გათავისუფლდეს.
აღსანიშნავია, რომ მერიის ზადამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები მოსალოდნელი ღონისძიებების გატარების შესახებ 30 აპრილს გააფრთხილეს
გორის მერია გარემოვაჭრებს ქალაქში არსებულ ბაზრებსა და ბაზრობებში სამეწარმეო საქმიანობის გაგრძელებას მნიშვნელოვანი შეღავათებით სთავაზობს.
გორში გარევაჭრობა მხოლოდ 13 ადგილზეა ნებადართული.