გორში 8 მაისიდან გარევაჭრობა იკრძალება. უწყების ინფორმაციით, გარემოვაჭრეები დღეს მერიის თანამშრომლებმა სამართალდამცავებთან ერთად გააფრთხილეს.
როგორც მერიაში აცხადებენ, გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში სთავაზობენ.
თუ გარემოვაჭრეები აღნიშნული ქუჩებს 7 მაისს, 20:00 საათამდე არ გაათავისუფლებენ, მათ მიმართ განხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 153-ეს მე-3 პრიმა მუხლით გათვალისწინებული სანქციები.
„გარდა იმისა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე გარევაჭრობის შედეგად მახინჯდება ქალაქის იერსახე, გადაადგილებისას პრობლემები ექმნებათ ფეხით მოსიარულეებსაც. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ადამიანები გაგებით მოეკიდებიან ამ საკითხს და გადავლენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ტერიტორიებზე.“ – აცხადებენ მერიის ზედამხედველობის სამსახურში.