გორის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს

692

წინა სტატია

გორის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწო. კეთილმოწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, გურამიშვილის ქუჩაზე უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები დაშალეს.

გორიის მერიის ცნობით, ამის შემდეგ დასუფთავდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა, ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა.

მერიის ზადამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები მოსალოდნელი ღონისძიებების გატარების შესახებ 30 აპრილს გააფრთხილეს. მერიის ინიციატივით, ბაზრების მეპატრონეებთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქში არსებული ბაზრების დაკავება მოვაჭრეებს გარკვეული საშეღავათო პირობებით შეუძლიათ.

გორში გარევაჭრობა მხოლოდ 13 ადგილზეა ნებადართული.