13 ადგილი გორში, სადაც გარევაჭრობა დაიშვება

1526

წინა სტატია

გორის მერიამ ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო გარევაჭრობის აკრძალვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. ამის თაობაზე გარემოვაჭრეები რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს. მათ 7 მაისს საღამომდე ტერიტორია უნდა დატოვონ. ძირითადად, ეს საკითხი ჭავჭჭავაძისა და გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, ძველი ბაზრის გარშემო მყოფ მოვაჭრეებს ეხება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

გორის მერიამ გარევაჭრობის ახალი რეგულაციები მიიღო, რომლითაც განსაზღვრულია ის კონკრეტული ადგილები, სადაც ასეთი ტიპის ვაჭრობა დაიშვება. მოვაჭრეები ნებართვის აღების დროს უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი მოთხოვნები:

გარევაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარევაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.

უნდა აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარევაჭრობა.

გარევაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; ყვავილები; ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).

სეზონური გარევაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.

გარევაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის წინამდებარე დადგენილებით, წესრიგდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

წესის ძალაში შესვლის შემდეგ განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც წესის შესაბამისად ითვლება გარევაჭრობად, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს წესის მოთხოვნებს, ითვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1533-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევად.

ადგილები გორში, სადაც გარევაჭრობა დასაშვებია:

1. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 227,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.161, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 26 000 (ოცდაექვსი ათასი) ლარით, იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში.

2. ქალაქი გორი, სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოს მიმდებარედ, 218,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.160; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარით; იჯარის ქირა – 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარით, თვეში.

3. ქალაქი გორი, სტალინის გამზ. №19-ის მიმდებარედ, 38,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.202; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.

4. ქალაქი გორი, კეცხოველის ქ. 291,00 კვ.მ. ს/კ 66.45.29.008; აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 12 600 (თორმეტი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.

5. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.243, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 3 600 (სამი ათას ექვსასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

6. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ, 34,00 კვ.მ. ს/კ 66.45.18.247, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 000 (ოთხიათასი) ლარით; იჯარის ქირა – თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

7. ქალაქი გორი, ხერხეულიძის ქუჩის მიმდებარედ 36,00 კვ.მ ს/კ 66.45.18.245, აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 300 (ოთხი ათას სამასი) ლარით; საიჯარო ქირა – თვეში 200 (ორასი) ლარით.

8. ქალაქი გორი, სატალინის ქუჩის მიმდებარედ 38,00 კვ.მ ს/კ 66.45.21.206 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისზღვროს 4 500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 200 (ორასი) ლარით.

9. ქალაქი გორი, სტალინის ქუჩის მიმდებარედ 33,00 კვ.მ ს/კ 66.45.21.218 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4500 (ოთხი ათას ხუთასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 80 (ოთხმოცი) ლარით.

10. ქალაქი გორი, სამეფოს ქუჩის მიმდებარედ 43,00 კვ.მ ს/კ 66.45.25.314 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 100 (ასი) ლარით.

11. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 71 კვ.მ ს/კ 66.45.12.402 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 9 000 (ცხრა ათასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 300 (სამასი) ლარით.

12. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 35კვ.მ ს/კ 66.45.12.403 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 150 (ას ორმოცდაათი) ლარით.

13. ქალაქი გორი, სტალინის გამზირის მიმდებარედ 40,00კვ.მ ს/კ 66.45.25.339 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 6 700 (ექვსიათას შვიდასი) ლარით, საიჯარო ქირა თვეში – 100 (ასი) ლარით.