ზუგდიდში, საწყობი, რომელიც მერიის ა(ა)იპ “კეთილმოწყობის სამსახურს“ ეკუთვნოდა, მთლიანად დაიწვა. დამწვარია სხვადასხვა სამუშაო იარაღებიც. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ცეცხლი ბენზოხერხს გაუჩნდა, მაშინ როდესაც ჩვენი თანამშრომელი მას სამუშაოს შესასრულებლად ამზადებდა. მას დაზიანებები არ აღენიშნება, დროულად მოახერხა საწყობის დატოვება“, – განაცხადა “კეთილმოწყობის სამსახურის“ ხელმძღვანლის მოადგილემ, მამუკა ციმინტიამ.
აღნიშნულ შენობაში დევნილები ცხოვრობენ, თუმცა ხანძარი მათ საცხოვრებელ ფართში არ გავრცელებულა. ცეცხლის ლოკალიზება მაშველებმა დროულად მოახერხეს.