დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციით, პროექტს შპს “სოკარ ჯორჯია გაზი” ახორციელებს.
“გაზსადენის სიგრძე 2 809 მეტრია. გაზიფიცირების პროექტი 74-მე აბონენტის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რაც ხელს შეუწყობს მათი საყოფაცხოვრებო პირობების მკვეთრად გაუმჯობესებას”, – აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.