ვაკის რაიონში, 8 მისამართზე, წყალარინების ქსელს აწესრიგებენ

674

ვაკის რაიონში, რვა მისამართზე წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მათ შორის, სამუშაოები, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის მე-18 კორპუსისა და ნუცუბიძის II მიკრორაიონის III კვარტლის მე-7 კორპუსის ტერიტორიებზე ხორციელდება.

გამგეობის ინფორმაციით, ქსელები სრულად განახლდება, გამოიცვლება მილები და რეაბილიტაციის გარე პერიმეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულება 162 746 ლარს შეადგენს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სრულდება.

გამგეობის ცნობით, წყალარინების ქსელის განახლების გარდა, ამხანაგობის თავმჯდომარის განაცხადის საფუძველზე, ნუცუბიძის V მიკრორაიონში მე-9 კორპუსის სართულშუა ნაპრალების ამოვსების სამუშაოებიც დასრულდა.

“ამ დროისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 11 მისამართზე მიმდინარეობს, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 200 000 ლარია გამოყოფილი”, – აცხადებენ გამგეობაში.