ქალაქ თეთრიწყაროში, ე.წ. ნამტვრიანის დასახლებაში, სპორტულ მოედანს რეაბილიტაცია უტარდება.
მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა და ხელოვნური საფარი.
“როექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ დაგეგმონ სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები, რაც ხელს შეუწყობს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის 19 ნოემბერს დაიწყო და 2019 წლის 19 იანვრამდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 47 141 ლარს შეადგენს. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია – შპს “თეგი“ აწარმოებს”, – აცხადებენ მერიაში.