სამგორის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების მოწესრიგებას ახორციელებს.
გამგეობის ინფორმაციით, ბრტყელი სახურავების მოწესრიგება 8 მისამართზე უკვე დასრულდა. ვარკეთილი 3-ში, პირველ მიკრორაიონში N15 და N35 კორპუსების ბრტყელ სახურავებს კი რეაბილიტაცია უტარდება.
ასევე, სახურავების მოწესრიგება მიმდინარეობს ქინძმარაულის შესახვევში, N22 კორპუსში, აეროპორტის დასახლება N41-ში, დიდ ლილოსა და წერეთლის N5-ში. ამასთან, ქანობიანი სახურავის მოწყობა მიმდინარეობს ვარკეთილის მეურნეობაში, გუდამაყრის N16 კორპუსში. ქანობიანი სახურავები უკვე მოეწყო ქინძმარაულის N2ა და ვარკეთილის ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონის N20 კორპუსში.
“სახურავების მოწესრიგებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, წყალსაწრეტი მილებიც იცვლება. ამჟამად, აღნიშნული სამუშაოები 5 მისამართზე მიმდინარეობს; მილები 6 მისამართზე უკვე გამოიცვალა. მიმდინარე წელს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 31 ბრტყელი სახურავი მოწესრიგდა და 13 მისამართზე მოეწყო ქანობიანი სახურავი”, – აცხადებენ სამგორის რაიონის გამგეობაში.