გლდანის რაიონში, ილორის ქუჩის N 5 კორპუსთან წყალარინების შიდა და გარე ქსელის და წყლის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ახალი მილები და ჭები მოეწყობა.
” გლდანის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 2018 წლის იანვრიდან დღემდე 22 მისამართზე განხორციელდა, 13 მისამართზე კი მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს. საერთო ჯამში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ფარგლებში, გლდანის რაიონის გამგეობამ 87 პროექტი განახორციელა, 48 კი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები გამგეობის მიერ სრულად, 100%-ით დაფინანსდა. ამხანაგობებმა კი, თავის მხრივ სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის ოდენობის თანხა ააგროვეს, ამხანაგობის ანგარიშზე განათავსეს და საერთო ქონების მოვლა-პატრონობას მოახმარენ”, – აცხადებენ გლდანის რაიონის გამგეობაში.