2019-2021 წლებში ტყიბულის რამდენიმე სოფელი გაზიფიცირდება

939

საქართველოს სოფლების გაზიფიკაციის პროექტის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ წარმომადგენლებმა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ, ცუცხვათისა და ხრესილის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ადგილობრივებს ის 3 წლიანი გეგმა გააცვნეს, რომლის მიხედვითაც 2019-2021 წლებში იმერეთის რეგიონის 18 სოფელი გაზიფიცირდება, მათ შორის, ცუცვათი და ხრესილი. ამასთან სამწლიანი გეგმის მიხედვით, სრულად გაზიფიცირდება სოფელი ორპირი, გელათი და მოწამეთა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გაზის ცენტრალური მაგისტრალი აღნიშნული სოფელთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს, ამდენად, მისი გაზის ქსელში ჩართვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა შედარებით მოკლე პერიოდშია შესაძლებელი.

მერიის ინფორმაციით, გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში ადგილობრივები დასაქმდებიან, რაც დამატებითი სარგებელი იქნება ტყიბულის მუნიციპალიტეტისთვის.