ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევში, ახალი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო

980

ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის VII შესახვევის N1 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყო.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ სკვერში კალათბურთისა და ფეხბურთის მრავალფუნქციური სპორტული მოედანი,სკამები და საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა. ასევე, ბილიკები მოპირკეთდა დეკორატიული ფილებით, ატრაქციონების ადგილას, ბავშვების უსაფრთხოებისთვის კი სპეციალური რბილი მოედანი მოეწყო, ამასთან, გაკეთდა ღობე და გარეგანათების სისტემა. პროექტი ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 114 525 ლარით დაფინანსდა.

“ნავთლუღში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, კიდევ ერთი სკვერი მოვაწყვეთ. ამ რეკრეაციულ სივრცეში, ახალგაზრდებისა და ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ჩვენს რაიონში მსგავს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალშიც აქტიურად ჩავატარებთ“, – განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ.