2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებსა და ოფიციალურ სადილებში 27 829 ლარი დახარჯა

844

ახალციხის მერიამ მიმდინარე წელს რესტორნებსა და ოფიციალურ სადილებში ბიუჯეტიდან 27 829 ლარი გადაიხადა.

2018 წელს ახალციხის მერიამ რესტორნებთან 13 ხელშეკრულება გააფორმა. აქედან 11 რესტორან “რაბათთან“, ორი კი რესტორან “ემიგრანტთან“. ბიუჯეტიდან “რაბათს“ წელს 9 967, “ემიგრანტს“ კი 1 568 ლარი დაერიცხა. როდის ვის უმასპინძლა მერიამ უცნობია, წერილობით გამოთხოვილ ინფორმაციაში უწყებამ ამის შესახებ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭეს”არ უპასუხა.

რაც შეეხება სხვა ხარჯებს, მუნიციპალიტეტმა მიღებისა და ოფიციალური სადილისთვის წელს 26 ხელშეკრულება, ჯამში 12 789 ლარზე გააფორმა. სასტუმროს მომსახურებისთვის კი 3 279 ლარი დახარჯა და ამისთვის სულ სამი ხელშეკრულება გააფორმა.

ასევე, კვებითი მომსახურებისთვის გაფორმდა ხელშეკრულებები პიცისა და ნამცხვრის სახლთან და სხვა ინდივიდუალურ მეწარმეებთან. საერთო ჯამში მიმდინარე წელს წარმომადგენლობითი ხარჯებიდან თანხის გასაწერად 41 ხელშეკრულება გაფორდა და 27 829 დაიხარჯა. გასულ წელს ამავე მუხლიდან მერიამ 29 586 ლარი გაწერა.