სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ბორჯომის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის განვითარების კონცეფციაზე კონკურსის გამოცხადებას გეგმავს.
მერიის ინფორმაციით, ინიციატივა პარკის ისტორიულ-კულტურული ფუნქციების შენარჩუნებასა და განვითარებას გულისხმობს, რომელიც მომავალი წლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს.
“პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იქნება კონცეფციის შემუშავება და ამ პროცესში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა. საზოგადოების ინფორმირებისათვის, პროექტის ინიციატორები უახლოეს პერიოდში კონფერენციის მოწყობას გეგმავენ”, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.