ახალციხის რვასართულიან კორპუსში ლიფტების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა

810

წინა სტატია

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსში, ლიფტების დემონტაჟსა და მონტაჟზე 125 895 ლარზე გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, რის გამოც მერიამ ტენდერი იგივე თანხაზე ხელახლა გამოაცხადა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

პირველად გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 10 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა როგორც მერიაში ამბობენ, იმის გამო რომ მასში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო, ჩაიშალა, ამიტომ მომსახურეობის შესყიდვაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს.ქალაქ ახალციხეში თამარაშვილის ქუჩაზე N2–ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ლიფტების დემონტაჟის და მონტაჟის სამუშაოების უზრუნველყოფაზე ტენდერი ხელახლა 125 895 ლარზეა გამოცხადებული. წინადადებების მიღება 12 ნოემბერს დაიწყო.

თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რვასართულიანი სახლის მცხოვრებლები ლიფტების დამონტაჟებას ათეული წლებია ითხოვენ.