მარნეულის გამგებელი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა

1136
დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ეროვნული უმცირესობების მდგომარეობის, თანასწორობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი წარმოადგენდა.
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებთან შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სადაც მიმოიხილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 2015-2016–2017 წლის განმავლობაში, კულტურის სფეროში ეროვნული უმცირესობების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული პროგრამები, პროექტები და კონკრეტული აქტივობები.
ასევე ბოლო წლებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, საბავშო ბაღებში არსებული მდგომარეობა და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.