კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება

719

წინა სტატია

როგორც კომპანია “GWP-ში“ აცხადებენ, მათი 2018 წლის სტრატეგიული მიმართულება წყალმომარაგების ქსელის შეცვლა და განვითარებაა. მათივე  ინფორმაცით, მიმდინარე წელს კომპანია, წლიური გეგმის მიხედვით, ჯამში 140 კმ-ზე მეტ წყალმომარაგების სისტემას ანახლებს.

“ჯივიპის 2018 წლის მასშტაბურ პროექტებს შორის მნიშვნელოვანია კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის განვითარება და მოწყობა, რაშიც კომპანიამ 1.5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კაკლების დასახლებაში ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა და ჯივიპის სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას ახალ ქსელზე დაერთების საშუალება ექნება.

პროექტის ფარგლებში კაკლების დასახლებაში 4 კმ სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო და სტაბილური წყალმომარაგებისთვის ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარგულირებელი ურდულები დამონტაჟდა. ამ ეტაპზე კი დასახლებაში სატუმბო სადგურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯივიპის 2018 წლის თბილისის ზედა ზონების პროექტის ფარგლებში კაკლებში, ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კვესეთსა და ბეთანიაში 35 კმ სიგრძის ახალი მაგისტრალური ქსელი და განშტოებები ეწყობა. კომპანია  “GWP-მა“ დედაქალაქის ზედა ზონებში წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის ჯამურად 20 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.