გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გზასთან დამაკავშირებელი კიბეების მოწყობა-რეაბილიტაციის მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, გლდანის რაიონის მასშტაბით, აღნიშნული სამუშაოები რვა მისამართზე უკვე მიმდინარეობს, კიდევ რვა მისამართზე კი სამუშაოები უმოკლეს დროში დაიწყება.
გამგეობის მიერ კიბეები ჯამში, 16 მისამართზე რეაბილიტირდება. 2 მისამართზე კი, გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N96 ბ – N100 – N101 კორუსებსა და გლდანის ხევის N7 კორპუსის მიმდებარედ, კიბესთან ერთად, საყრდენი კედლებიც მოეწყობა.
სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ლაგო“ აწარმოებს, დეკემბერში დასრულდება. სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 95 299 ლარით ფინანასდება.