ლიკანისა და წაღვერის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება

615

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ლიკანისა და წაღვერის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 2 მილიონი ლარია.

მათივე ინფორმაციით, პროექტი 500მ3 რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენის და გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციას, ასევე, არჯევანიძის ტერიტორიაზე ახალი რეზერვუარის მოწყობა ითვალისწინებს.

ლიკანისა და წაღვერის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია, შემდეგი ეტაპის განხორციელება, რაც წაღვერის გამწმენდი და სათავე ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს.