ბორჯომის მერიამ დასუფთავების 2 და ქუჩების საწმენდი 1 მანქანა შეიძინა

1967

წინა სტატია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ  2  ახალი დასუფთავებისა და 1  მრავალფუნქციური ქუჩების საწმენდი მანქანა შეიძინა. მერიის ინფორმაციით, ერთი დასუფთავების მანქანა ბორჯომს და მის სოფლებს, ხოლო მეორე დაბა ბაკურიანს მოემსახურება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ახალი მანქანები ვიწრო ქუჩებისთვისაა განკუთვნილი და ამიერიდან კვირაში ერთის ნაცვლად 3-ჯერ მოემსახურება ადგილობრივებს.რაც მათივე ცნობით, მნიშვნელოვნად გაუმჯობედება მოქალაქეთა მომსახურების ხარისხი. ამასთან, ქუჩების მტვრისაგან გაწმენდასა და მორეცხვას კი ახალი სპეც- მანქანა უზრუნველყოფს, ის ასევე ადგილზე მოახდენს სანაგვე ბუნკერებს რეცხვა-დეზინფექციას.

ახალი ტექნიკისათვის მუნციიპალური ბიუჯეტიდან 583 000 ლარი გაიხარჯა.

“უახლოეს დღეებში მუნიციპალურ ავტოპარკს კიდევ 3 ავტობუსი დაემატება. ჯამში წელს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 5  სრულიად ახალი ავტობუსი იქნა შეძენილი”, – აცხადებენ მერიაში.