ახალციხის ბიბლიოთეკებს ახალი წიგნები გადაეცათ

936

ქალაქ ახალციხის სამ და მუნიციპალიტეტის სოფლების 11 ბიბლიოთეკას ათასამდე მხატვრული, კლასიკური და საბავშვო ლიტერატურა გადაეცა. წიგნები ყველა ასაკობრივი კატეგორიის მკითხველისთვის არის გათვალიწინებული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც მერიის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი, გიორგი ჟუჟუნაძე ამბობს, წიგნების შეძენა მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.

ახალი წიგნები ასე გადანაწილდა: ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკას 100, საბავშვო ბიბლიოთეკას 93, რაბათის ბიბლიოთეკას 33 და 11 სოფლის ბიბლიოთეკებს კი 70–70 წიგნი გადაეცათ.

გიორგი ჟუჟუნაძის თქმით, მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრებს ასევე საგრიმიორო სარკეები, ფანდურები, თითო ფოტოაპარატი და გახმოვანების აპარატი უყიდეს.

წიგნების და სხვა ნივთების შესაძენად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან 17 700 ლარი დაიხარჯა.