თერჯოლის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა

909

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვაში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნა.

როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო შპს “ზეკარი“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, “ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 996 000 ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო.

საწარმოში წელიწადში 41 ტონა სულგუნს და 29 ტონა იმერულ ყველს აწარმოებენ და პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. გადამამუშავებელ საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული.

ასევე, რძის გადამმუშავებელი საწარმო შენდება თიანეთის მუნიციალიტეტშიც. ამასთან, ცნობილია, რომ დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის გადამამუშავებელი საწარმოები აშენდება.

ხოლო დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში წლის ბოლოს კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობა დასრულდება, სადაც სამომავლოდ დამბალ ხაჭოს წარმოებაც იგეგმება.