დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში, რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.
მერიის ინფორმაციი, პროექტი “მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
“საწარმო, სამომავლოდ თანადაფინანსების პრინციპით გადაეცემა ადგილობრივ კოოპერატივს “ფხოვი 2017“, რომელშიც 32 ადგილობრივია გაწევრიანებული.
რძის საწარმო (1,5 ტონა წარმადობა) თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული მაღალი ხარისხის რძის პროდუქტს აწარმოებს, ამასთან, იგეგმება დამბალ ხაჭოს წარმოება.
რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”, – აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.