შუახევში, დაბის ცენტრალური სტადიონის გაფართოება მიმდინარეობს, რაც არსებული სტადიონის საერთაშორისო სტანდარტებამდე მიყვანას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 44 999 ლარია გათვალისწინებული.
მერიის ინფორმაციით, კლდოვანი გრუნტის დაშლას და გატანას შპს “ნანგრუპი“ აწარმოებს.
ამასთან, მათივე ცნობით, სამომავლოდ სტადიონის კეთილმოწყობა იგეგმება, რომლის ფარგლებშიც მოედნის საფარი, ღობეები, სკამები და განათება მოეწყობა.