12 ნოემბრიდან, ახალციხის ციხეზე სამუშაო განრიგი შეიცვლება და ისტორიული კომპლექსი ერთი საათით ადრე დაიკეტება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალციხის ციხეზე, აქტიურ ტურისტულ სეზონზე გაზრდილი სამუშაო განრიგი, კვლავ შემცირდა. კომპლექსი დილის 09:00 საათზე გაიღება და საღამოს 19:00 საათის ნაცვლად, 18:00 საათზე დაიკეტება. შეგახსენებთ, რომ ახალციხის ციხემ განრიგი პირველ ოქტომბერსაც ერთი საათით შეამცირა.