ბონი-გოროდოკის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარლებში 10 ქუჩის კეთილმოწყობა იგეგმება.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სამუშაოები მაიაკოვსკის ქუჩაზე ხორციელდება, სადაც სანიაღვრე სისტემისა და ბორდიურების მოწყობა, ასევე, გრუნტის მოჭრის სამუშაოები მიმდინარეობს.
მაიაკოვსკის ქუჩის რეაბილიტაცია 2019 წლის 14 ივნისამდე დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 4 703 979,16 ლარს შეადგენს.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების პარალელურად, მაიაკოვსკისა და წერეთლის ქუჩებზე წყალარინების ახალ ქსელზე დაერთების სამუშაოები მიმდინარეობს. შედეგად, ახალი სისტემით წერეთლის ქუჩის 88, ხოლო მაიაკოვსკის ქუჩის 92 მაცხოვრებელი ისარგებლებს.
შეგახსენებთ, რომ ბონის დასახლებაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბრიდან თვენახევრის განმავლობაში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, გოგოლისა და სერგი მესხის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.