სამტრედიის სოფელ ნაბაკევში 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა

781

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნა, რომელსაც სრული რეაბილიტაცია 2018 წელს ჩაუტარდა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაღი 60-მდე ბავშვზეა გათვლილი.

საბავშვო დაწესებულების გახსნას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, ვალერიანე ფოცხვერია დაესწრო და მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღი მიულოცა. მუნიციპალიტეტის მერის თქმით,  სააღმზრდელო პროცესისთვის ბაგა-ბაღში კარგი პირობებია შექმნილი.