ლანჩხუთის მერიაში აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის ლანჩხუთს ახალი ჭადრაკის სახლი ექნება.
მერიის ინფორმაციით, შენობა ნინოშვილის ქუჩაზე, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. პროექტის ღირებულება 86 000 ლარს შეადგენს, სამუშაოებს კი შპს “დიდგორი“ აწარმოებს.
მათივე ცნობით, ჭადრაკის სახლი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და მასში, როგორც პედაგოგებისთვის განკუთვნილი ცალკეული ოთახები, ასევე შეჯიბრის ჩასატარებლად დიდი დარბაზიც მოეწყობა. ამასთან, გაკეთდება სველი წერტილები და გათბობის სისტემა.