ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის განცხადებით, მომავალ წელს, კეცხოველის ქუჩაზე მედებარე სამხატვრო და სამუსიკო სკოლების, ასევე, თოჯინების თეატრის შენობების სარდაფებში სპორტული დარბაზები მოეწყობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ სარდაფების რეაბილიტაციისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
“გავაკეთებთ სპორტულ დარბაზებს. აქ განთავსდება სპორტის ისეთი სახეობები, რომლებსაც მაღალი ჭერი არ სჭირდება მაგალითად კრივი, კარატე, ჭიდაობა. სამხატვრო სკოლის სარდაფის შენობის ნაწილში საგამოფენო დარბაზი და სახელოსნოები განთავსდება, ნაწილში კი სხვა აქტივობებს განვახორციელებთ“.
მისი თქმით, ახალციხეში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ არის ისეთი შენობები, რომლებშიც სპორტული დარბაზები შეიძლება განთავსდეს, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დარბაზები სარდაფებში გააკეთონ.
“არ დასჭირდება რეაბილიტაციას ბევრი თანხა, გაკეთდება ჩასასვლელები და სველი წერტილები. ეს დარბაზები ზაფხულში გრილი იქნება და ზამთარში თბილი“.
მერი ამბობს, რომ სპორტული დარბაზებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შშეეძლება. ისარგებლოს.
“შესაძლოა დარბაზები მუნიციპალიტეტის ა(ა(იპ–ს დაექვემდებაროს, თუმცა ეს გადაწყვეტილი არ არის. მწვრთნელები ქალაქის სხვადასხვა უბნებში არიან, რომლებსაც შესაბამისი ფართი არ აქვთ, შეიძლება მათ დარბაზები უზუფრუქტითაც გადავცეთ“, – ამბობს მელიქიძე.