ფოთის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

1158

წინა სტატია

ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ მერიის სამსახურის უფროსებსა და წარმომადგენლებს მერის ახალი მოადგილე კოტე თოფურია წარუდგინა.

მერიის ინფორმაციით, კოტე თოფურია განათლებით ეკონომისტია. ამასთან, 1994-2000 წლებში იგი საქართველოს ახალგაზრობის საქმეთა დეპარტამენტის ფოთის საქალაქო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მათივე ცნობით, 2000 წლიდან დღემდე კოტე თოფურია კერძო სექტორში მოღვაწეობდა.

შეგახსენებთ, რომ ფოთის მერის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი თოფურიამ თანამდებობა დატოვა.

ამასთან, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა, სადაც ნათქვამია, რომ ხულოსა და ფოთში ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა კითხვის ნიშნებს აჩენს.