ბორჯომის მერს ახალი მოადგილე ჰყავს

364

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ტაბატაძე დაინიშნა.

„გიორგი ტაბატაძე, 2021 წლის მაისიდან 2022 წლის ივნისამდე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის, მონიტორინგის და ზედამხედველობის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. 2020-2021 წელს იყო ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგის და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2015-2020 წლებში მუშაობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში ბუღალტრული აღრიცხვის უფროს სპეციალისტად;

2014 წელს მუშაობდა სს “თბილხელსაწყოში” ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

გიორგი ტაბატაძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტზე მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. ასევე, მას დაამთავრებული აქვს ბუღალტერთა და აუდიტორთა ინსტიტუტი ACCA. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ახალი მოადგილე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, მერიის სამსახურების და ა(ა)იპების ხელმძღვანელებს დღეს, პირველ ივლისს, შეხვედრაზე წარუდგინა. ოთარ არბოლიშვილმა, თანამშრომლებს ასევე, კულტურის დარგში თანაშემწე გიორგი ბუგიანიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების უფროსი, შალვა გოგოლაძე გააცნო”,- აღნიშნულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.