გლდანის რაიონში 3 მისამართზე კალათბურთის მოედანი მოეწყობა

1209

გლდანის რაიონში, 3 მისამართზე, პირველი მიკრორაიონის N2, მესამე მიკრორაიონის N5-7, მეექვსე მიკრორაიონის N31-32 კორპუსებთან კალათბურთის მოედანი ეწყობა.

გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ლითონის მავთულ-ბადეები და განთავსდება ფარები. ამასთან, პირველი მიკრორაიონის N3 ბ კორპუსთან მოსასვენებელი სივრცისა და ფეხითსავალი ბილიკების მოწყობა მიმდინარეობს, სადაც, სკვერისთვის საჭირო ინვენტარი და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები განთავსდება.

ამასთან, გამგეობის ინფორმაციით, გლდანის რაიონში სკვერების მოწყობა 10 მისამართზე მიმდინარეობს. მიმდინარე წელს, გლდანის რაიონში სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია, შეკეთება 32 მისამართზე, სპორტული მოედნის კი, 33 მისამართზე განხორციელდა.