შუახევის სოფელ ნენიაში, მათენაურის უბანში, გზა რეაბილიტირდა

1100

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნენიაში, მათენაურის უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში გაფართოვდა გზის სავალი ნაწილი, მოეწყო საყრდენი კედელი, გაბიონი და სანიაღვრე არხი.

აღნიშნულ სამუშაოებს, მერიის ცნობით, ინდივიდუალური მეწარმე ნუგზარ მიქელაძე აწარმოებდა.

როგორც მერიაში აცხადებენ, მიმდინარე პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 40 990 ლარი დაიხარჯა და სამუშაოებზე დასაქმებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა.