ბაღდათის სოფელ ზედა დიმში გზის რეაბილიტაცია დეკემბრის ბოლომდე დასრულდება

818

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში ე.წ. წყაროს უბანში, 5, 57 კმ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოებს რომლის ღირებულებაც 200 777 ლარს შეადგენს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ჯ და ჯ” ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

როგორც მერიაში აცხადებენ, ტენდერის პირობების თანახმად ე.წ წყაროს უბნის გზის რეაბილიტაცია დეკემბრის ბოლომდე დასრულდება.