კრწანისის რაიონში, საიათნოვას N13-ში მდებარე სახლს გამაგრების სამუშაოები უტარდება

821

კრწანისის რაიონში, საიათნოვას ქ. N13-ში მდებარე სახლს კაპიტალური გამაგრება უტარდება. გამგეობის ინფორმაციით, სახლის ავარიულობის გამო, სახლის სრული გამაგრების გადაწყვეტილება მიიღეს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, ამ ეტაპზე კედლებისა და ღობისებრი ფილის არმირება, ღობის მოჩარჩოება და კედლების მობათქაშება მიმდინარეობს.

სამუშაოებს, რომლის განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გამოყოფილი, შპს ამხანაგობა “იმედი“ დეკემბერში დაასრულებს.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, კრწანისის რაიონში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კაპიტალური გამაგრების სამუშაოები 3 მისამართზე მიმდინარეობს.