დაბა შუახევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის გამო 80 ბავშვი სკოლამდელი დაწესებულების მიღმა დარჩა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანებამ მხოლოდ 30 ბავშვის გადაყვანა შეძლო ხიჭაურის საბავშვო ბაღში.
დაბა შუახევის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის 225 ათასი ლარი დაიხარჯება. სარემონტო სამუშაოები გასართობი ოთახების, საძინებლების, სამზარეულოსა და გარე ფასადის რეაბილიტაციას, ამასთან, თანამედროვე გათბობის სისტემის მოწყობასა და შენობის სახურავის შეცვლას ითვალისწინებს.