სამგორის რაიონში, ორხევში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

1213

სამგორის რაიონში, ორხევში, რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის ეზო და მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.

ორხევში, ჩანტლაძის ქუჩაზე N22 კორპუსის ეზო მოწესრიგება და ასფალტის საფარი დაიგო. სამუშაოები მიმდინარეობს ჩანტლაძის N2-ისა და N30-ის მიმდებარედაც. გამგეობის ცნობით, ამჟამად, ასფალტის საფარი ჩანტლაძის N30-ის მიმდებარედ იგება. ჩანტლაძის N2-თან კი, სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. ამასთან, ჩანტლაძის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკი და ბორდიურიც მოწყობა.

გამგეობის ინფორმაციით, აეროპორტის დასახლებაში, N45 და N46 კორპუსების მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა N39 კორპუსის ეზო, სადაც მანამდე წყალარინების მილები შეიცვალა.

ასევე, წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია თვალჭრელიძის ქუჩის მესამე შესახვევში, N7-ის მიმდებარედაც განხორციელდა.

ამასთან, ორხევში, მუხაძის ქუჩაზე, N6/5 კორპუსის მიმდებარედ მოწესრიგდა საფეხმავლო ბილიკი და მოეწყო საცხოვრებელი კორპუსის სარინელი. ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუხაძის N12-ის მიმდებარედაც მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარი უახლოეს მომავალში დაიგება.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში წყალარინების მილები აეროპორტის დასახლების, N38 კორპუსის მიმდებარედ გამოიცვლება.