ჩუღურეთის რაიონში აფხაზეთის ქუჩაზე ახალი ქვაფენილი მოეწყობა

1040

ჩუღურეთის რაიონში, აფხაზეთის ქუჩის მეორე შესახვევში, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.

გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე, 310 კვადრატული მეტრის ფართობზე დაზიანებულ გზის საფარს ახალი ქვაფენილი ჩაანაცვლებს. როგორც გამგეობაში აცხადებენ, ამორტიზებული რიყის ქვას დემონტაჟი უკვე ჩაუტარდა.

“საგზაო სამუშაოების ფარგლებში, ქვაფენილის გამაგრების ზოლები განთავსდება, რის შემდეგაც, ბაზალტის ძელაკები მოეწყობა. გამგეობის დაკვეთით, საგზაო სამუშაოებს კომპანია “გლობალ ჰაუსი“ აწარმოებს და ის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ღირებულება 65 000 ლარია”, – აცხადებენ ჩუღურეთის რაიონის გამგეობაში.